+ 995 588 88 23 93
Info@grassbatumi.ge
GRASS BATUMI
პროფესიონალური ქიმია მწარმოებლისგან
Batumi,
Chavchavadze 60
+ 995 588 88 23 93
Info@grassbatumi.ge
GRASS BATUMI
პროფესიონალური ქიმია მწარმოებლისგან
Batumi,
Chavchavadze 60

მილის გაჭედვა აქტუალური პრობლემაა განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის.

დაბინძურების მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი - ხოლო შედეგი, ცხადია, ფრიად არასახარბიელოა - უსიამოვნო სუნი, გაუმართავი წყლის სისტემა.

როგორ ვუშველოთ მილების გაჭედვას და რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი რამ უფრო იშვიათად მოხდეს, გიამბობთ სტატიაში.


რა იწვევს მილის გაჭედვას?!


თუ წყლის ჩაშვების სისწრაფე შენელდა, გარკვეული დროის მანძილზე ყოვნდება ხელსაბან ნიჟარაში, ხოლო მილებიდან გამოდის უსიამოვნო სუნი. ყველაზე ხშირად ეს ყოველივე დაკავშირებულია ცხიმის დაგროვებასთან. ცხიმოვანი საცობი შიგნით ჟელესებრი და რბილია, მაგრამ გარეგან მხარეს მას სადენიდან ეკვრის უხეში ნაწილაკები - ქვიშა, ძაფი, თმა, საკვები ნარჩენები, მინერალური ნაერთები.


ყველაზე აქტიურ პრობლემას ქმნის თმის მოხვედრა სადენ მილებში, რასაც ემატება ცხიმის მასა და ყველაზე მცირე ნაწილაკიც ერთიანდება და ქმნიან დიდ პრობლემას! ამის შემდეგ მილში წყლის გასავლელი გზა ვიწროვდება და წყალს უჭირს გასვლა. მილში დაგროვებული ელემენტები შეიცავს ორგანიკას, რაც უსიამოვნო სუნს წარმოქმნის. წყალს აქვს ნადები, რაც არსებულ პრობლემას კიდევ აუარესებს.


შეცდომები დაშვებული მილების მონტაჟისას, რაც ასევე იწვევს მათ გაჭედვას. თუკი ისინი ზედმეტად მცირე დიამეტრისაა, არ არის სწორად დახრილი ან გააჩნია მკვეთრი მოსახვევი, რომლებშიც ცხიმიც და სხვა ნივთიერებებიც სწრაფად გროვდება და რთულად ირეცხება, ვიდრე უფრო ფუნქციურ კონსტრუქციაში. თუკი მილები ძველია, განსაკუთრებით - თუჯის, - დაჟანგების გამო პროცესი მეტად მძიმდება. ხოლო როდესაც საქმე გვაქვს შევსებულ სიფონთან, თავის გართმევა ოდნავ მარტივია, თუმცა მუდმივ კონტროლს და შესაბიმის მოვლას საჭიროებს.


GRASS-ის სპეციალური ქიმიური საშუალებები გვეხმარება მილის გაჭედვის აღმოფხვრაში.


პროფესიონალური ქიმიის ბრენდი Grass-ი გთავაზობთ გელებისა და სპრეების დიდ არჩევანს სანტექნიკის წმენდისთვის, რომლებიც მარტივად აქრობს კირის ნადებს ან ორგანიკას ხელსაბანი ნიჟარებიდან, უნიტაზებიდან და ასევე - მილებიდანაც.

მათი გამოყენებისას თქვენ აქრობთ ცხიმოვანი საცობების ან სხვა ტიპის დაგროვების რისკს, ასევე გააქრობთ ჟანგისა და ნადების კვალს, თავიდან აირიდებთ ობის და სოკოს გაჩენას, დაუბრუნებთ ბზინვარებას მეტლახს და ქრომირებულ ელემენტებს, გაანადგურებთ მიკრობებს.


  • ტუტეს საშუალება DIGGER-GEL მილების გაჭედვის წინააღმდეგ. ხსნის და აქრობს ცხიმს, თმებს და სხვა ნივთიერებებს. ასევე ანადგურებს ბაქტერიებს და აქრობს უსიამოვნო სუნს.

მოერგება პლასტმასის და მეტალის მილებს, არ ვნებს მათ სტრუქტურას. სასურველი ეფექტისთვის დავტოვოთ გელი სადენში 2-3 საათით.


გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ დაუმატოთ სანტექნიკის მოვლას Grass-ის სხვა პროდუქტები, რომლებიც ზრუნავს მის სისუფთავეზე და ამცირებს მილის გაჭედვის გაჩენის რისკს.


  • უნივერსალური საწმენდი გელი DOS-GEL — შეიცავს ქლორს, შესანიშნავად ადეზინფიცირებს, კლავს 99,9 % მიკროორგანიზმს, შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც თეთრეულის მათეთრებელი.
  • სანტექნიკის გამწმენდი საშუალება WC-GEL — სპეციალურად სანფაიანსისთვის და მეტლახის ფილისთვის. კლავს მიკრობებს, აშორებს ჟანგსა და კირის ნადებს.
  • საწმენდი გელი აბაზანისთვის და ტუალეტისთვის GLOSS — ჩაკირული ნადების მოსაშორებლად უნიტაზის რკალის ქვეშ, აბაზანაზე ან ხელსაბან ნიჟარაზე.
ჩვენთან კავშირი

საერთო შეკითხვები
+995 588 88 23 93

სამუშაო დრო:
ორშ. - პარ. 10:00 - 18:00

Info@grassbatumi.ge