+ 995 588 88 23 93
Info@grassbatumi.ge
GRASS BATUMI
პროფესიონალური ქიმია მწარმოებლისგან
Batumi,
Chavchavadze 60
+ 995 588 88 23 93
Info@grassbatumi.ge
GRASS BATUMI
პროფესიონალური ქიმია მწარმოებლისგან
Batumi,
Chavchavadze 60

Grass Batumi-ს საშუალებები

ჩვენთან წარმოდგენილია არაერთი საწმენდი და სადეზინფექციო საშუალების არჩევანი იატაკის წმენდისთვის და მისი გარეგანი სახის გაუმჯობესებისთვის.


Floor wash strong — ტუტეს კონცენტრატი მეტლახისთვის, ლინოლიუმისთვის და ტუტეს მიმართ გამძლე სხვა ზედაპირებისთვის. ამ საშუალებას ქლინინგის კომპანიები ხშირად იყენებენ - მისი ეფექტურობის მიზეზით. აშორებს დაბინძურებებს და ანიჭებს სასიამოვნო არომატს. პროდუქტს აზავებენ წყალში. პროპორციები - დასუფთავების ტიპის მიხედვით. გენერალური დალაგების შემთხვევაში გავხსნათ 40 მლ 1 ლიტრ წყალზე. ხოლო ყოველდღიური ხსნარისთვის იატაკების საწმენდად ავიღოთ 10 მლ 1 ლიტრ წყალზე.


თუ გაქვთ პარკეტი, ლამინატი, მარმარილო და ტუტეს მიმართ მგრძნობიარე სხვა ზედაპირები, გამოიყენეთ ნეიტრალური სარეცხი საშუალება Floor wash.

მისი გახსნა ხდება წინა საშუალების მაგალითზე - იმავე პროპორციებში წყალთან.


თუ თქვენი ამოცანა არის არა მხოლოდ დეზინფექცია, არამედ - გაწმენდაც, სცადეთ სარეცხი საშუალება Arena, რომელიც მიანიჭებს პოლირების ეფექტს პარკეტზე, ლამინატზე, მეტლახზე, მარმარილოსა და სხვა წყლის მიმართ მდგრად ზედაპირებზე. არ ტოვებს ჭუჭყის კვალს და ანიჭებს სასიამოვნო არომატს.


ზედაპირების დასუფთავების წესები და ეტაპები


იატაკის წმენდისა და დალაგების წინ დაიცავით საერთო წესები:

  • დაიწყეთ დასუფთავება ზემოდან, და მხოლოდ შემდეგ თანდათან ჩამოდით იატაკებთან.
  • უპირველეს-ყოვლისა დაალაგეთ საცხოვრებელი ოთახები, ხოლო შემდეგ - სველი წერტილები და სამზარეულო.
  • გამოიყენეთ უპირატესად ეფექტური სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები, ერიდეთ ერთისა და იმავე ხელსაწყოების მუდმივ გამოყენებას.
  • დასუფთავებისთვის ხელის შემშლელი ნივთები აალაგეთ თვალხილული ადგილებიდან.
  • რბილი ავეჯი და ფარდები გაწმინდეთ მტვერსასრუტის სპეციალური თავაკის დახმარებით.
  • დაიცავით თადარიგი დალაგების დროს: მტვრის მოშორება, მტვერსასრუტის გამოყენება და იატაკების წმენდა.
  • იატაკების წმენდისას შეეცადეთ შვაბრით ან მოპით იმოძრაოთ პერპენდიკულარულად ოთახის გასასვლელიდან.

უსაფრთხოების ზომები


თუ იყენებთ საშუალებებს იატაკის დეზინფექციისთვის, აუცილებლად გამოიყენეთ დამცავი აქსესუარებიც, ისეთები, როგორიცაა სქელი რეზინის ხელთათმანები, პირბადე და სათვალე. ასე აიცილებთ თავიდან ტუტეს ხელის კანზე და თვალებს ირგვლივ მოხვედრას.


იატაკის საწმენდის ხსნარი შეადგინეთ ისე, როგორც მითითებულია საყოფაცხოვრებო ქიმიის ბოთლზე. თუ არ არის მითითებული, რომ შეიძლება ავურიოთ საშუალება სხვა პრეპარატებთან, არ გააკეთოთ ეს, რომც გეჩვენებოდეთ, თითქოს ასე უკეთესი ეფექტი იქნება.


საწმენდი საშუალებების არჩევისას შეამოწმეთ პროდუქტის სერტიფიცირება.

აუცილებლად მოაშორეთ იატაკის საწმენდების ნარჩენები, თუ ეს გათვალისწინებულია ინსტრუქციაში. ამისთვის განმეორებით გაწმინდეთ იატაკი სუფთა წყლით.

ჩვენთან კავშირი

საერთო შეკითხვები
+995 588 88 23 93

სამუშაო დრო:
ორშ. - პარ. 10:00 - 18:00

Info@grassbatumi.ge