+ 995 588 88 23 93
Info@grassbatumi.ge
GRASS BATUMI
პროფესიონალური ქიმია მწარმოებლისგან
Batumi,
Chavchavadze 60
+ 995 588 88 23 93
Info@grassbatumi.ge
GRASS BATUMI
პროფესიონალური ქიმია მწარმოებლისგან
Batumi,
Chavchavadze 60

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ყოველდღიურად წმენდთ უნიტაზს, არასასიამოვნო ნალექის და ჟანგის გაჩენა გარდაუვალია. და არ ღირს ამაში საკუთარი თავის დადანაშაულება. ჩვენ მიგასწავლით, რით გაწმინდოთ უნიტაზი ქვისა და ნადებისგან, რომ ტუალეტს ისევ ახლებური ბზინვარება დაუბრუნდეს.


დაბინძურებების სახეობები


უნიტაზის დაბინძურების ყველაზე გავრცელებული მიზეზი - მაგარი წყალია, რომელიც გამოედინება წყლის ავზიდან (ე.წ. „ბაჩოკიდან“). იგი ტოვებს ჟანგიან ლაქებს, რომელიც ეკრობა ზედაპირს და შემდეგ რთულად ირეცხება.


დაბინძურების მეორე სახეობა — კირის ნადები. მინერალური ნაერთების ნაწილაკები რჩება კედლებზე, რის გამოც ჩნდება უხეში, რუხი შეფერილობის ნადები. რაც უფრო მეტია წყალში ეს ნაწილაკები, მით უფრო სწრაფად დაგროვდება იგი.


საშარდე ქვა — არის მესამე მიზეზი უნიტაზის კედლებზე დაბინძურების გაჩენისა. მინერალური ნივთიერებების - ანუ ქვების - არსებობა ადამიანის შარდში ასევე ტოვებს კვალს, რომელიც გავს კირის ნადებს.


ყოველი სახეობის დაბინძურებისთვის არსებობს შესაფერისი საშუალება


კომპანია Grass-ის საშუალებები უნიტაზის რეცხვისთვის


  • «Grass WC-gel ანტი-ჟანგი» — ეფექტური საშუალება, რომელიც გარეცხავს უნიტაზს, მოაშორებს ნადებს და ამავდროულად იგი კლავს მიკრობებს და აქრობს უსიამოვნო სუნს. გელისებრი ფორმულის ხარჯზე პროდუქტი ეკონომიურად იხარჯება, ამიტომ ერთი შეფუთვა მომხმარებელს დიდხანს ჰყოფნის. გამოყენების წესი ძალზე მარტივია: დავასხათ დაბინძურებულ ზედაპირზე და დავტოვოთ ორიოდე წუთით. შემდეგ - კარგად გავწმინდოთ ჯაგრისით და ჩამოვრეცხოთ წყლით. ამ საშუალებას აქვს უპირატესობები: უპირველეს-ყოვლისა, მას არ გააჩნია სუნი, მეორეც - ქმნის უნიტაზის ზედაპირზე თხელ დამცავ ფირს, რომელიც არ აძლევს საშუალებას ჭუჭყს დაიბუდოს დღეების მანძილზე.
  • უნივერსალური საწმენდი გელი DOS GEL. საშუალება აქტიური ქლორის საფუძველზე ადეზინფიცირებს და ათეთრებს სანტექნიკას. იგი აქრობს ობს, ბაქტერიებს, სოკოს. გავხსნათ წყალში პროპორციით 1 ლ წყალი 80 მლ საშუალებაზე და მოვასხათ უნიტაზს. დავტოვოთ რამდენიმე ხანს, შემდეგ - კარგად გავწმინდოთ ჯაგრისით და ჩამოვრეცხოთ წყლით.

სქელი კონსისტენციის წყალობით გელი ეკონომიურად იხარჯება.


როგორ დავიცვათ ტუალეტის სისუფთავე


როგორ დავიცვათ ტუალეტის სისუფთავე იმისთვის, რომ მარტივად გავრეცხოთ უნიტაზი, უმჯობესია დაბინძურებებთან ბრძოლა ადრეულ ეტაპებზე დავიწყოთ, სანამ ქვამ და ნადებმა გამაგრება მოასწრეს. არ დაგვავიწყდეს პერიოდულად გავაკეთოთ მანიპულაციები, რომლებიც გვეხმარება სისუფთავის შენარჩუნებაში და აგვარიდებს მუქი ფერის ჩამოწუწულ ზოლებს. ტუალეტი რეცხვას ყოველდღიურად საჭიროებს შემდეგი წესების დაცვით:


  • კარგად დავამუშავოთ კედლები სარეცხი საშუალებით, გულდასმით გავწმინდოთ ჯაგრისით რთულად მისაწვდომი ადგილები.
  • დატოვეთ სარეცხი საშუალება რამდენიმე წუთით ან საათით, ინსტრუქციის მითითების მიხედვით. შემდეგ რამდენიმეჯერ ჩამორეცხეთ წყლით.
  • არ დაგვავიწყდეს გავხეხოთ ადგილები რკალისა და თავსახურის ქვეშ, იატაკზე უნიტაზის შემაერთებელთან, ფილებზე, რადგან მათზეც გროვდება ჭუჭყი.

უნიტაზის სარეცხი საშუალებებით დამუშავებისას დაიცავით უსაფრთხოების წესები, რათა ჯანმრთელობას არ ავნოთ და ხელზეც კანი არ დაზიანდეს.


  • იმუშავეთ მხოლოდ ხელთათმანებით, ვინაიდან უნიტაზი არის მიკრობებისა და ბაქტერიების თავმოყრის ადგილი. მით უფრო, რომ სარეცხ საშუალებებს შეუძლიათ ხელზე კანი დააზიანონ.
  • დაფარეთ გულმკერდი პლასტმასის წინსაფრით, რათა აგრესიული ქიმია ტანსაცმელს არ მოხვდეს.
  • თუ საშუალებას გააჩნია მკვეთრი სუნი, გამოიყენეთ რესპირალური ნიღაბი და დამცავი სათვალეებიც კი, რათა არ დააზიანოთ თვალები და ფილტვები.
  • სველი წერტილის ფანჯარა ან კარი უნდა იყოს ღია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირბადით მუშაობთ, რადგან შეუმჩნევლად შეიძლება გაიჟღინთოთ ნასუნთქი ტოქსიკური აორთქლებით.
  • სანფაიანსისთვის არ არის რეკომენდირებული აბრაზიული მასალების გამოყენება, რადგან გლუვი ზედაპირი ხდება უხეში და ნადები სწრაფად ედება.

აირჩიეთ ისეთი უნიტაზი, რომლის მოვლაც უფრო ადვილია. მაგალითად - ფაიფურისგან. იგი გლუვია, ამიტომ ჭუჭყი მარტივად შორდება. სანტექნიკურ ფაიანსს გააჩნია უხეში სტრუქტურა — ასეთ ზედაპირზე ნადები და ქვები უფრო მალე ჯდება და რთულადაც ამოსაყვანია.

კერამიკას ეშინია ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების და შეიძლება გაიბზაროს ზედმეტად ცხელი წყლისგან.

ჩვენთან კავშირი

საერთო შეკითხვები
+995 588 88 23 93

სამუშაო დრო:
ორშ. - პარ. 10:00 - 18:00

Info@grassbatumi.ge