+ 995 588 88 23 93
Info@grassbatumi.ge
GRASS BATUMI
პროფესიონალური ქიმია მწარმოებლისგან
Batumi,
Chavchavadze 60
+ 995 588 88 23 93
Info@grassbatumi.ge
GRASS BATUMI
პროფესიონალური ქიმია მწარმოებლისგან
Batumi,
Chavchavadze 60

სასტუმროს ნომრების დალაგება


ნომრების სისუფთავე უმნიშვნელოვანესი საკითხია გამასპინძლების სფეროში. მოითხოვს სათანადო ყურადღებას, ხოლო პერსონალის ტრენინგებისთვის დიდ დროსა და თანხებს.


სასტუმროს დალაგებისა და მომსახურების ხარისხზე პასუხს აგებს საუოფაცხოვრებო მომსახურების განყოფილება, რომლის საქმიანობა სისუფთავის დაცვაა. ეს ყოველივე შეესებამება მომსახურების წარმოდგენილ სიას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ.


დალაგების საერთო წესები, სტანდარტები და ეტაპები


დალაგება ურიკის მომზადებით იწყება. აქ იდება ყველა საჭირო ნივთი, ასევე ის ნივთები, რომლებიც გამოსაცვლელია: პირსახოცი, თეთრეული, ბეჭდვითი პროდუქცია, ჰიგიენური საშუალებები. დალაგების დალაგების თითოეული სახეობისთვის დგინდება სამუშაოს რეგლამენტი, გრაფიკი და თანმიმდევრობა. დღის დასაწყისში დამლაგებელს აქვს სამუშაო გეგმა, რომელსაც თვითონ ადგენს ან განთავსების სამსახური. გეგმის შედგენა ხდება სტუმრების ბარათის შემოსვლა-გასვლის საფუძველზე დღის განმავლობაში. თუ სასტუმროში დალაგება კონკრეტული სტუმრისთვის ხორციელდება, დამლაგებლის დავალება მოიცავს განსაკუთრებულ თხოვნებსა და კომენტარებს. კატეგორიისა და ხელმძღვანელობის დამოკიდებულების მიხედვით თითოეულ სასტუმროს გააჩნია დამლაგებლის მუშაობის და ნომრების წესრიგის დონის მოთხოვნის სტანდარტი. ამ წესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სასტუმროს სისუფთავე მოწოდების სიმაღლეზეა.


სასტუმროს ნომრების დალაგების ინსტრუქცია


დალაგების ტექნიკა მოწობილია მარცხნიდან მარჯვნივ, რათა არ გამოგვრჩეს არც ერთი დეტალი. თავდაპირველად უნიტაზში, ხელსაბან ნიჟარაში და აბაზანაში ისხმება საშუალება, რომელიც მოქმედებას სწორად მაშინ იწყებს, როდესაც სააბაზანო ოთახის დალაგების ჯერი დგება. შემდეგ ხდება ნაგვის ყუთის დაცარიელება. იცვლება პირსახოცები და გადასაფარებლები. შემოწმებას გადის ბალიშები, საბნები, მატრასები, თეთრეულის გამოცვლის წინ. სუფთავდება ნომრები მტვრისგან, შემდეგ სუფთავდება მტვერსასრუტი და ირეცხება იატაკი. სველი წერტილი ლადგება თანმიმდევრობით - ნაკლებად დაბინძურებულიდან მეტად დაბინძურებულ ადგილამდე: ხელსაბანი ნიჟარა- აბაზანა ან საშხაპე-ტუალეტი-ხელსაბანი ნიჟარა. დალაგების ბოლოს, როდესაც სველი წერტილის ყველა ობიექტი დასუფთავებულია ირეცხება ხელსაბანი ნიჟარა. უნიტაზის დეზინფიცირების შემდეგ უნდა დამაგრდეს შესაბამისი წარწერა. აუცილებელია წყლის წვეთების კვალის შემოწმება მეტლახზე და სარკეებზე. ბოლოს ივსება დახარჯული მასალის კომპლექტი.


Grass Batumi-მ დააკომპლექტა ოპტიმიზრებული ნაკრები, რომელშიც შედის საშუალებები ,,Apartament series".

ეს არის სანომრო ფონდის მზა გადაწყვეტილება.


საშუალებების ნაკრები განკუთვნილია სასტუმროს ნომრების ყოველდღიური დალაგებისთვის. რისი დახმარებითაც მარტივი ხდება ნომრებში სისუფთავის აუცილებელი დონის შენარჩუნება. აგრეთვე მარტივდება სივრცის მოვლის ყოველდღიური პროცედურა, დროის ზუსთი განსაზღვრა. ამრიგად ვიღებთ სტაბილურ და უნაკლო შედეგს.


სასტუმროს საქმიანობისთვის სპეციალურად შემუშავებული საშუალებები ,,Apartament series" უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის დაბინძურების აღმოფხვრას, რაც თქვენს ნომრებს იდეალურ სისუფთავეს მიანიჭებს. მარტივია საშუალებების ინტეგრირება დალაგების ტექნოლოგიაში, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო ეფექტს და დროის ეკონომიას.


ჩვენი პროდუქციის დახმარებით გარანტირებულია არამარტო სისუფთავის მაღალი სტანდარტები, არამეედ ზედაპირების სტრუქტურის გამძლეობა და ფერთა გამის შენარჩუნება. ჩვენი პროდუქციის გამოყენება უზრუნველყოფს კმაყოფილ სტუმრებს ნომრის სისუფთავით.


დახვდით თქვენს სტუმრებს მომსახურების შეუდარებელი ხარისხით Apartament series-თან ერთად, თქვენს სანდო პარტნიორთან სასტუმროს ნომრების დალაგებაში.

ჩვენთან კავშირი

საერთო შეკითხვები
+995 588 88 23 93

სამუშაო დრო:
ორშ. - პარ. 10:00 - 18:00

Info@grassbatumi.ge